logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სამშენებლო სექტორის განვითარებასთან ერთად ბაზარზე მხოლოდ ის მოთამაშეები რჩებიან, რომელთაც გრძელვადიანი მუშაობის შესაძლებლობა აქვთ" - ბესო ორთოიძე

სამშენებლო სექტორის განვითარებასთან ერთად ბაზარზე მხოლოდ ის მოთამაშეები რჩებიან, რომელთაც გრძელვადიანი მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ „ბიზნესპარტნიორთან“  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხანდახან ისეთი გარიგებებიც ხდება, რომ ერთი კომპანია მეორეს ყიდულობს და ასეთი,  გამსხვილების ტენდენცია სექტორის განვითარების მაჩვენებელია.

"კონკრეტული სექტორის ბაზრის განვითარების შემადგენელი ნაწილი არის ის, როცა ბაზარზე ბევრი მოთამაშეა და განვითარებასთან ერთად მათი რაოდენობა მცირდება. თუ სხვა ჩვენზე განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას შევხედავთ - იქ სწორედ ასე ხდებოდა. გამსხვილების ტენდენცია ეკონომიკის და თვითონ სექტორის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მაგალითად, კომპანია, რომელიც სამშენებლო მიმართულებით წლებია მუშაობს და გამოცდილება აქვს - ის, რა თქმა უნდა, აგრძელებს საქმიანობას. როცა განვითარების ეტაპზეა სექტორი, მაშინ ბევრი სხვადასხვა კომპანია ცდილობს ამ სექტორში შესვლას. როდესაც მაღალია მოთხოვნა ძალიან ბევრს უჩნდება სექტორში შესვლის ინტერესი, მაგრამ თუ ეს არ არის მისი ძირითადი საქმიანობა - ის მალე გადის ბაზრიდან და გრძელვადიანად ის კომპანიები რჩებიან, რომელთათვისაც აღნიშნული ძირითად საქმიანობას წარმოადგენს.

თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას - 2006-2007 წელს ძალიან ბევრი კომპანია იყო ბაზარზე, თუმცა შემდეგ კრიზისი მოხდა და საკმაოდ ცოტა კომპანია დარჩა. 2022-2023 წლებშიც როცა დიდი იყო მოთხოვნა ბევრს გაუჩნდა სამშენებლო სექტორში შემოსვლის ინტერესი. აღნიშნულმა კომპანიებმა, შესაძლოა, 1-2 პროექტი განახორციელონ და ბაზრიდან გავიდნენ, რადგან ეს არ არის მათი ძირითადი საქმიანობა. მათ რაღაც მომენტში გარკვეული ინტერესები დაინახეს, ბაზარზე შემოვიდნენ, მაგრამ გრძელვადიანად როგორც წესი არ ჩერდებიან ხოლმე", - აცხადებს ბესო ორთოიძე.

გამოგვყევით