logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ვაზიანის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის თბილისის არსებული აეროპორტის" - თამარ იოსელიანი

"ვაზიანის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის თბილისის არსებული აეროპორტის" - თამარ იოსელიანი

1769108460

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა გვაქვს, თუ როდის უნდა შევიდეს ოპერირებაში და ეს არის 2031 წლის ბოლო. შესაბამისი გეგმა არსებობს, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით, რომ ნულიდან აშენდეს ახალი აეროპორტი, რომლის გამტარუნარიანობაც 4-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ  თამარ იოსელიანმა  განაცხადა.

მისი თქმით, წლიურად, ვაზიანის აეროპორტი  20 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება.

„რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებისთანავე, ის შეწყვეტს ოპერირებას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველა აეროპორტთან მიმართებით, ეს იქნება - ბათუმი, ქუთაისი, თუ თბილისი - გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ განვავითაროთ, რა ნიშნულამდე უნდა ავიყვანოთ გამტარუნარიანობის თვალსაზრისით“, - განმარტა იოსელიანმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს, საქართველოდან  125 პირდაპირი ავიამიმართულება ხორციელდება, ჩვენს ბაზარზე 77 ავიაკომპანია ოპერირებს.

„2025 წელს ჩვენ სამივე აეროპორტში მოვემსახურეთ, დაახლოებით, 8.5 მლნ მგზავრს და ეს ციფრები არის რეკორდული. ასევე, 37 ათასი პირდაპირი რეისი შესრულდა საქართველოდან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის განმარტებითვე, გაზრდილია ტურისტული ნაკადებიც და გასულ 2025 წელს ქვეყანაში 5.5 მლნ ტურისტული ვიზიტი შედგა.

გამოგვყევით