logo
Loading data...

ლიბერთი განათლებისთვის - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2024 წლის ნახევარფინალისტები ცნობილია

ლიბერთი განათლებისთვის - ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2024 წლის ნახევარფინალისტები ცნობილია

1716395595

ათასწლეულის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ლიბერთისთან  თანამშრომლობით,  საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. 
ლიბერთი, კონკურსის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, წელსაც აგრძელებს  ინოვატორი ახალგაზრდების  მხარდაჭერას და ტრადიციულად მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში გაუშვებს. 
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში  13-18 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. წელს 395 -მა მოსწავლემ 92 პროექტი წარმოადგინა. მონაწილე გუნდები, როგორც კერძო (27%) ასევე საჯარო (73%) სკოლებიდან, მათ შორის  48% რეგიონიდან, ხოლო 52% თბილისის სკოლებიდან იყვნენ წარმოდგენილი.

კონკურსში მონაწილე გუნდებმა  პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, კერძოდ ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება წარმოადგინეს, რომლებიც  დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს და გამოავლინეს შემდეგი ნახევარფინალისტები:

Agroniceye
BEES
Bi-Stable
Carbon X
Cowboys
DIDOSTATI
Girls in Agro
GreenTech
Hygea
Interstellar
MarineGuard
MEDRON
Pest Patrol
ROCKEDEPTH
Smart Parking
SOLEA
SOSonic
StarFish
Techno Vision
THE VOID
VisionAid
Voyager
Waste Crusaders
XYZ
ანაბასისი
ენერგიული მომავალი
კარლსონი
მომავლის ენერგია
ნეპტუნი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით