logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ლიც რეზორტი" - წინა წელთან შედარებით, დინამიკა გაუმჯობესდა, დაინტერესება 15%-ით არის გაზრდილი

წინა წელთან შედარებით დინამიკა გაუმჯობესდა, დაინტერესება 15%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ კვარიათში მდებარე სასტუმრო "ლიც რეზორტის" გენერალურმა დირექტორმა ლადო მიქელაძემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სასტუმროს მარკეტინგის და გაყიდვების აქტიური მუშაობაა.

"სეზონი გრანდიოზულად გავხსენით და ეს უკვე აისახა ტურისტების რაოდენობაზეც. ამ ეტაპზე 50%-ზე მეტი არის დატვირთულობა და ველოდებით, რომ ეს მონაცემები ივლისში და აგვისტოში უფრო გაიზრდება. დამსვენებლები ძირითადად არიან ქართველები, გალფის ქვეყნების მოქალაქეები და ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის. პროცენტულად ქართველები უფრო მეტნი არიან, რაც ძალიან მახარებს", - აცხადებს ლადო მიქელაძე.

გარდა ამისა, სასტუმროს გენერალური დირექტორის განცხადებით, "ლიც რეზორტს" გაფართოების გეგმები აქვს. კერძოდ, სასტუმრო აპარტოტელის სტილის პროექტზე მუშაობს, რომლის მშენებლობა დაახლოებით, 3 წელში დასრულდება.

ცნობისთვის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლიც რეზორტი" კვარიათში, ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. შენობა 101 ოთახს მოიცავს.

 

გადაცემები

გამოგვყევით