logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Native Georgian საფერავში დავარგებულ ხორცპროდუქტებს, სავარაუდოდ, სექტემბრიდან გამოუშვებს

დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი Native Georgian (Native Racha) საფერავში დავარგებულ ხორცპროდუქტებს, სავარაუდოდ, სექტემბრიდან გამოუშვებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის პროდუქციის ჩამონათვალს სვანური და მეგრული ტიპის ლორი და ასევე, ძეხვეული უკვე დაემატა. 

გარდა ამისა,  მოთხოვნა წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი.

"ასორტიმენტი გავზარდეთ, დავამატეთ მეგრულ აჯიკაში დავარგებული ლორი "ღეჯიშ" და სვანურ მარილში დავარგებული ლორი "ხამიშ". ძალიან მალე ალბათ, დავამატებთ საფერავში დავარგებულ ხორცპროდუქტებს. მოთხოვნა გაორმაგებულია,ვიდრე ვაწარმოებთ. შესაბამისად, მომავალში უფრო მეტი მოთხოვნის მოლოდინი გვაქვს. მოთხოვნა დაახლოებით, 15-20%-ით გაიზარდა და ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი იქნება", - აცხადებს ბაბლუანი.

გარდა ამისა, ვასილ ბაბლუანის განცხადებით, კომპანიას გაფართოების გეგმები აქვს, ახალი პროდუქტი სექტემბრიდან მცირე მოცულობით გამოვა, ხოლო გაფართოების შემდეგ მასიურ წარმოებაზე გადავა.

შეგახსენებთ, Native Georgian-ს ამ ეტაპზე ერთი ბრენდული მაღაზია აქვს. გარდა ამისა, საწარმოს პროდუქციის შეძენა თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში და ასევე, "ბაზარი ორბელიანზეა" შესაძლებელი. გარდა ამისა, პროდუქციით მარაგდება სასტუმროები და რესტორნები.

გადაცემები

გამოგვყევით