logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ლიც რეზორტმა" 17-სართულიანი აპარტოტელის სტილის პროექტის მშენებლობა დაიწყო

კვარიათში მდებარე, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლიც რეზორტი“  ახალ პროექტზე მუშაობს.  კომპანიამ სანაპიროზე 17-სართულიანი აპარტოტელის ტიპის  პროექტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც საბაგირო გზით სასტუმროს დაუკავშირდება. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ლადო მიქელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების საჭიროება გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა.

"ეს იქნება კომპლექსი, რომელიც აპარტოტელის გარდა იახტკლუბს და საბაგირო გზას მოიცავს. აღნიშნულ პროექტში ფართები სრულად გაიყიდება.ეს იქნება ლიც რეზორტის ქსელის მენეჯმენტის ქვეშ. მშენებლობა წელს დავიწყეთ და სამ წელში დასრულდება. რაც შეეხება ფართების გაყიდვას - ეს ერთი თვეში უკვე დაიწყება. აპარტოტელების ფართი 25 კვ.მ-დან იქნება", - აცხადებს ლადო მიქელაძე.

„ლიც რეზორტის“  გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სასტუმროს მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე მზარდია. მისივე ინფორმაციით, წელს, წინა წლის ანალოგიურ  პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 15%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლიც რეზორტი" კვარიათში, ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. შენობა 101 ოთახს მოიცავს.

გადაცემები

გამოგვყევით