logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მშპ-სთან სესხების წილი 66%-მდეა შემცირებული

საბანკო სექტორის აქტივები, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) გაიზარდა, 99,5%-მდე. სებ-ის  სტატისტიკით , აპრილის მდგომარეობით, დეპოზიტების შეფარდება მშპ-სთან 64%-მდეა, სესხების - 66%.

წლის დასაწყისთან შედარებით უმნიშვნელო ცვლილებაა. აქტივები მშპ-სთან 0.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. წლიურ ჭრილში კი დეპოზიტების წილი გაზრდილია, სასესხო პორტფელის შემცირებული .

მშპ-სთან მონეტარული აგრეგატების შეფარდების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო პოსტმანდემიურ, 2021-ის გაზაფხულზე, როცა საბანკო სექტორის აქტივები მშპ-ს აღემატებოდა. მაშინ, 04/2021-სთვის დეპოზიტების კოეფიციენტი 73%-მდე იყო, სესხების კი 78%-ს აჭარბებდა.

სექტორის 5 თვის  ანგარიშით, პირველი ივნისის მდგომარეობით, ბანკების აქტივები 85.6 მლრდ ლარს, საკრედიტო დაბანდება 57.5 მლრდ ლარს, დეპოზიტები კი 48.7 მლრდ ლარს შეადგენს

პროცენტულად მშპ-სთან (%)

  დეპოზიტები აქტივები სესხები
01-04-2024 63,6 99,4 66.0
01-04-2023 57,6 89.5 59,6
01-04-2022 58,4 97.2 68,1
01-04-2021 72,6 116,6 78.3
01-04-2020 57,4 99,7 69,6

წყარო: სებ-ი

გადაცემები

გამოგვყევით