logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ბანკების რეიტინგი ROE-ს მიხედვით - სექტორის მომგებიანობა 24%-მდეა

საბანკო სექტორის მომგებიანობამ (კაპიტალზე) ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა. ბანკებმა 2024-ის 5 თვე 24%-მდე უკუგებით დაასრულეს (ROE).

მაჩვენებელი იმავე დიაპაზონშია, როგორც  იყო გასული წლის  ოქტომბერში, როცა სექტორმა კვარტალური ანგარიში IFRS -ით წარადგინა და შედარებაც  უფრო რელევანტურია, ვიდრე წლიურ ჭრილში.

შიდა ზედამხედველობაში, მანამდეც ორივე მეთოდოლოგია გამოიყენებოდა, სებ-ის GAAP-თან ერთად საერთაშორისოც (IFRS) და IFRS-ზე ოფიციალურად გადასვლის შემდეგაც სებ-ისიც რჩება. 

კაპიტალზე 20%-იანი უკუგება აქციონერებისთვის ოპტიმალურად მიიჩნევა. თავის მხრივ ინვესტორის კმაყოფილება საქართველოს საფინანსო ბაზრის მიმზიდველობაზე აისახება, რაც საბოლოოდ ფულის ფასზე და სასესხო განაკვეთებზე. რადგან კოეფიციენტის მიხედვით ხდება საბანკო პროდუქტების ფასდადება.

ქვეყნის საფინანსო ბაზარიც კონკურენტუნარიანია. გაჩნდა ახალი მოთამაშეები, ციფრული ბანკები, VASP-ები, მალე ციფრული ბანკებიც მიემატება.

TOP -7 ბანკი კაპიტალზე უკუგებით (ROE)
  5т/2024 Q3.2023
საქართველოს ბანკი 33.63% 33.41%
თიბისი ბანკი
23.51%
25.42%
ლიბერთი ბანკი 
19.99%
19.15%
ბაზისბანკი
14.20%
12.49%
იშ ბანკი  12.25% - 1 42%
პროკრედიტ ბანკი
12.00%
  9.24%
ტერა ბანკი
11.73%
17.36%
წყარო: კომერციული ბანკები, კაპიტალზე 10%-ზე მეტი უკუგებით 

გადაცემები

გამოგვყევით