logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ბანკები დაუბეგრავი მოგებით

ბანკების მოგებამ (გადასახადის გადახდამდე) 1,4 მლრდ ლარი შეადგინა. ბიუჯეტში მოგების გადასახადის თვის ულუფა კი 40 მლნ ლარის ფარგლებშია. 5 თვის ჭრილში კი ₾200 მლნ-მდეა და წლის ბოლომდე სავარაუდოდ ₾0,5 მლრდ-ს გადააჭარბებს. 

გადახდის ვალდებულება, ფინანსური წლის შემდეგ წელს, 4-ჯერ დგება, თუმცა წინმსწრები შეტანაც შესაძლებელია. განაკვეთი 20%-ია

ყველაზე მეტს ბიუჯეტში სისტემური ბანკები თიბისი, საქართველოს ბანკი იხდიან, რომელთა ჯამური წილი სექტორის დაუბეგრავ მოგებაში 85% -ს აღემატება.

სტატისტიკა მოიცავს 17 ბანკის მონაცემს, მათ შორის ახლადლიცენზირებულ ციფრულ ბანკებს (პეისერა, ჰეში, პეივი), რომელთა ჯამური ზარალი 2 მლნ ლარამდეა. მთლიანად, ბანკების კონსოლიდირებული წმინდა მოგება 1.2 მლრდ ლარია

TOP-4 ბანკი დაუბეგრავი მოგებით (000 ₾)
01.06.2024 2023
საქართველოს ბანკი 722 857 1 546 472
თიბისი 522 558 1 262 133
ლიბერთი 50 192 97 377
ბაზისბანკი 35 120 80 536

წყარო: კომერციული ბანკები

გადაცემები

გამოგვყევით