საბანკო სექტორმა 2024-ის 5 თვე 1.2 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. მაისში სისტემამ 24%-იანი ზრდა აჩვენა. აპრილის მოგება ₾225 მლნ-მდეა, მაისის კი 279 მილიონს აღემატება.
ბაზარზე ოპერირებად 17 ბანკიდან (ახლად ლიცენზირებული ციფრული ბანკების: პეისერა, ჰეშ და პეივ ბანკის ჩათვლით) 12 მომგებიანი ბანკის ჯამური მაჩვენებელი 1.220 მლრდ ლარამდეა, რომლის 96% TOP-6 ბანკის წილად მოდის.
5,65 მლნ ლარის კრებსითი მაჩვენებლიდან, რომელიც ზარალიან 5 ბანკზე ნაწილდება, 509 000 ლარი, სანქცირებული ვითიბი ბანკის 5 თვის წმინდა ზარალია. ₾ 2.75 მლნ. სილქ ბანკის და დანარჩენი, ციფრული ბანკების. ციფრული საბანკო სექტორი ჯერ სატესტო რეჟიმში ოპერირებს, არასრული საოპერაციო საქმიანობით.
TOP-6 ბანკი წმინდა მოგებით 01.06.2024/2023
| ბანკიბანკიბანკიბანკ | 000 ₾ | 000 ₾ |
| საქართველოს ბანკი | 619 823 | 1 300 914 |
| თიბისი ბანკი | 447 367 | 1 079 890 |
| ლიბერთი ბანკი | 43 027 | 81 162 |
| ბაზისბანკი | 31 657 | 71 959 |
| პროკრედიტ ბანკი | 15 330 | 43 748 |
| კრედო | 15 212 | 39 185 |
| ბანკიბანკიბანკიბანკ |
წყარო: კომერციული ბანკები , >15 მლნ ლარის წმინდა მოგებით