logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

პრემიერი: ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა

პრემიერი: ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა

1701081947

კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მილიარდი ლარი გამოგვივიდა, 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მლრდ ლარი, ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება მინიმუმ 108 მილიარდი ლარი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში

„კონსერვატიული დაგეგმვის პირობებში, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 86 მლრდ ლარი გამოგვივიდა. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით, 27 მლრდ ლარი იყო. ანუ ბოლო 11-12 წელიწადში ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა 3-ჯერ გაიზარდა - 86 მილიარდი ლარია და დოლარში 8 500 დოლარს გადააჭარბებს უკვე, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით პერ კაპიტა იქნება 8500 დოლარი. აქაც დოლარში გვაქვს გაორმაგება ბოლო 11 წელიწადში. ჩვენი პროგნოზით, უკვე 2027 წელს ქვეყნის ეკონომიკა იქნება 108 მილიარდი ლარი, ესეც მინიმუმ, ასეთი პროგნოზი გვაქვს ჩვენ და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის, 11 000 დოლარს მიაღწევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო პერიოდში. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, 2024 წლის საერთო, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ანუ ჩვენ კიდევ გავზარდეთ, ჩვენ ამის თაობაზე მოგახსენებთ დეტალურად. იცით რომ, აღარ გავიმეორებ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები ინიციატივები დავაანონსეთ და ამ პროექტებს განვახორციელებთ 2024 წელს, მათ შორის პენსიების ზრდა, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა. 600 მილიონამდე დამატებით გავუზარდეთ განათლებას, რომელიც მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას და სკოლების, ბაღების მშენებლობას. ბაღები ცალკე უნდა აღვნიშნოთ, სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას. ყველა მიმართულებით, კიდევ გავიმეორებ, მნიშვნელოვანი, ხელშესახები სიახლეები და ცვლილებები გვექნება 2024 წელს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოგვყევით