logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ქართული ოქროს ძირითადი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა

ქართული ოქროს ძირითადი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა. სწორედ შვეიცარიაში გავიდა საექსპორტო ძვირფასი ლითონის 90%. ოქრო ასევე გადის თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

"საქსტატის" ინფორმაციით, მთლიანობაში ქვეყანამ 2024 წლის იანვარ-მაისში დაუმუშევებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტიდან 41 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, რაც 8%-ით მეტია ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

საქართველოდან ოქროს ექსპორტი ქვეყნების მიხედვით:

შვეიცარია - $37,433 მლნ

თურქეთი - $3,5 მლნ

არაბთა გაერთიანებული საამიროები - $0,459 მლნ

გლობალურად ოქროზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება. 20 მაისის რეკორდული ფასის შემდეგ, როდესაც უნციაზე ძვირფასი ლითონის ღირებულებამ 2420 დოლარს გადააჭარბა, დაღმასვლა დაიწყო, თუმცა ის კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა და უნციაზე 2320 დოლარს აღწევს, რაც წლიურად 23%-ზე მეტად გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოგვყევით