logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოში I კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების 73% დედაქალაქზე მოდის

საქართველოში წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ინვესტიციების 73% დედაქალაქზე მოდის.

თბილისში იანვარ-მარტში უცხოელმა ინვესტორებმა 147 მილიონ ნახევარი დოლარის ინვესტიცია ჩადეს, მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიაა, მოზიდული ინვესტიციების მაჩვენებელი კი 19 მილიონ დოლარამდეა. მესამე პოზიციაზე კი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია 10, 8 მლნ დოლარით.

მთლიანობაში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა I კვარტალში 64%-ით 201 მილიონ დოლარამდე შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციითა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

გამოგვყევით