logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქსტატი: იანვარში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

საქსტატი: იანვარში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

1707808920

2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 339.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია.  - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 338.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 001.6 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 10.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.

გამოგვყევით