logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქსტატმა" მშპ და სხვა ეროვნული მონაცემები თავიდან გადაიანგარიშა

2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ნაცვლად 7%-ისა, 7.5%-მდე დაზუსტდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების გადაანგარიშებული მონაცემები გამოაქვეყნა.

გადაანგარიშების პერიოდი მოიცავს 2010 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს და გულისხმობს გაუმჯობესებულ მონაცემთა წყაროებს და მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებებს.

თუკი 2023 წელს, ნომინალური მთლიანი პროდუქტი 79.7 მლრდ ლარს შეადგენდა, გადაანგარიშების შემდეგ მისი მოცულობა 80.2 მლრდ ლარი გახდა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე ნაცვლად 8112 დოლარისა, 8170 დოლარით განისაზღვრა.

შეცვლილია ისტორიული მწკრივი 2010 წლიდან. მშპ-ს მაჩვენებელი და მისი მოცულობა ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით ყოველ წელს გაზრდილია საშუალოდ, 600 მლნ ლარით, რაც დაახლოებით, 0.7%-ია. ყველზე მნიშვნელოვნად კი, 2018 წლის მონაცემებია შეცვლილი ზრდის მიმართულებით - საუბარია 800 მლნ ლარზე, რაც 1.7%-იანი ზრდაა.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ ეროვნული ანგარიშების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, IMF-ის და Eurostat-ის რეკომენდაციაა, რომ მონაცემები 5 წელიწადში ერთხელ გადაიხედოს.

მშპ-ს ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება ბოლოს 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა. გადაანგარიშება მოიცავს მონაცემთა წყაროების გაუმჯობესებას ახალი სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარებისა და დამატებითი ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების დამუშავების საფუძველზე; ასევე, მეთოდოლოგიურ ხასიათის ცვლილებებს, IMF-ის რეკომენდაციების შესაბამისად.

გამოგვყევით