logo
Loading data...

"არსებული მედიანური ტარიფები არ არის საკმარისი ხარისხიანი ჰიდროგენერაციის ობიექტის მშენებლობისთვის" - დავით მირცხულავა

"არსებული მედიანური ტარიფები არ არის საკმარისი ხარისხიანი ჰიდროგენერაციის ობიექტის მშენებლობისთვის" - დავით მირცხულავა

1712909100

ბოლო ციფრები, რაც მედიანურ ტარიფებში ვნახეთ, პირადად მე, მიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი ხარისხიანი ჰიდროგენერაციის ობიექტის მშენებლობისთვის - ამის შესახებ „მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარე დავით მირცხულავა აცხადებს.

„ბიზნესპარტნიორის“ კითხვაზე, რა შედეგებს გამოიღებს არსებული მედიანური ტარიფები, დავით მირცხულავა ამბობს, რომ მხარდაჭერის მექანიზმებთან მიმართებით, ძალიან ბევრი სამუშაოა.

„პროექტებში გონივრული პარამეტრების ჩადების შემთხვევაშიც, მიმაჩნია, რომ 6.5 ცენტი მოდინებაზე მყოფი ჰესებისთვის საკმარისი არ იქნება. ალტერნატივა დეველოპერს რჩება ხარისხსა და ფასს შორის. ამიტომ, ასეთ მდგომარეობაში არ ღირს CFD აუქციონის ჩატარება. თუმცა, გახსნილია სადისკუსიო სივრცე და მე ვფიქრობ, რაღაც გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივალთ - იმ ტარიფებამდე, რომელიც მისაღები იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე, სახელმწიფოსთვის და სისტემის კომერციული ოპერატორისთვის - რომელიც რეალურად მოემსახურება ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას.

ჰიდროენერგეტიკაში ისე გაძვირდა მოწყობილობები, მეტალის ფასი და სხვა მიმართულებები, რომ დღეს საკმაოდ მაღალ ფასზე გავდივართ. გამომდინარე იქიდან, რომ დანახარჯები იზრდება, გონივრული მოგების შემთხვევაში და იმისთვის, რომ ლიკვიდური იყოს ეს ბიზნესი - ცოტა უფრო მაღალი ტარიფებია საჭირო“ - აცხადებს დავით მირცხულავა.

სიმძლავრის მეორე აუქციონი თებერვალში დასრულდა. მედიანური ტარიფები ეკონომიკის სამინისტროს ცნობით შემდეგია:

ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე - 6,50 აშშ ცენტი; ქარის ელექტროსადგურები - 6,00 აშშ ცენტი; ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით - 8,60 აშშ ცენტი; მზის ელექტროსადგური - 5,60 აშშ ცენტი; მზის ელექტროსადგური ბატარეებით- 6,39 აშშ ცენტი; სხვა განახლებადები - 15,35 აშშ ცენტი.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით