logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ბირჟაზე პირველი ტრანზაქცია ყველა მხრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ირაკლი გალდავა

"ბირჟაზე პირველი ტრანზაქცია ყველა მხრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ირაკლი გალდავა

1720603680

ენერგეტიკულ ბირჟაზე მყიდველებს სურთ, რომ ელექტროენერგია იყიდონ დაახლოებით, 12 თეთრად, ხოლო გამყიდველებს სურთ, რომ ეს ელექტროენერგია გაყიდონ 14 თეთრად - ამის შესახებ „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გალდავა აცხადებს.

„პირველი ტრანზაქცია ყველა მხრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს მომავალი პერიოდისთვის აფიქსირებს გარკვეულ ნიშნულს, ამიტომ მხარეები ცდილობენ მათთვის სასურველ ფასად შედგეს პირველი ტრანზაქცია.

რასაც ასევე ვაკვირდებით არის ის, რომ ეს სხვაობა ყიდვა-გაყიდვის განაცხადებს შორის დღითი დღე მცირდება. მართალია მცირედით, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი განაცხადები უახლოვდება ერთმანეთს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი მონაწილეების ჩართულობასთან ერთად, პირველი ტრანზაქცია შედგება. შემდეგ შეგვეძლება გამოვიტანოთ დასკვნები - რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რის შეცვლაზე შეიძლება ვიფიქროთ, რა ახალი ინფორმაცია შეიძლება სჭირდებოდეს ბაზარს - რომ უფრო ინფორმირებული განაცხადები განთავსდეს და ა.შ.“ - აცხადებს ირაკლი გალდავა.

შეგახსენებთ, ენერგეტიკული ბირჟა 6-ჯერ გადავადების შემდეგ, 1 ივლისს, არასავალდებულო ვაჭრობის რეჟიმში გაიხსნა. ვაჭრობის პირველ კვირაში ენერგეტიკულ ბირჟაზე ტრანზაქცია არ შემდგარა.

ბირჟაზე ამ დროისთვის ექვსი კომპანიაა რეგისტრირებული: „სს თელასი“, „შპს ლილო მოლი“, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „შპს ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია“, „შპს რიცულაჰესი“, „შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტილკული კორპორაცია“.

energynews.ge 

გამოგვყევით