logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენერგეტიკის სექტორი ყველაზე დაბალი საკრედიტო დანაკარგებით ხასიათდება"

საქართველოს საბანკო სექტორის ბიზნეს პორტფელის 7% ენერგეტიკის სექტორზეა გაცემული. გასული 5 წლის განმავლობაში კი, სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა გაორმაგდა და 2 მლრდ-ს გადააჭარბა.

ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის თავმჯდომარე ალექსანდრე ერგეშიძის თქმით, ენერგეტიკის სექტორი ყველაზე დაბალი საკრედიტო დანაკარგებით ხასიათდება - სექტორის ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. სხვა ბიზნესებთან შედარებით კი, ენერგეტიკის სექტორს მეორე ყველაზე დაბალი მოსალოდნელი რისკი აქვს ფარმაცევტული სექტორის შემდეგ.

„პანდემიის დროსაც ვნახეთ, რომ მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგები სტაბილურობით ხასიათდებოდა სხვა ბიზნეს სესხებთან შედარებით. შესაბამისად, ენერგეტიკის სექტორის მაღალი წილი ხელს უწყობს ციკლურობის შემცირებას და ფინანსურ სტაბილურობას. ჩვენ შევიმუშავეთ მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, რითაც ხელს ვუწყობთ აღრიცხვას და მათ შორის ენერგეტიკის სექტორის დაფინანსებასაც“ - ამბობს ალექსანდრე ერგეშიძე.

მისივე ინფორმაციით, გასული 5 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა გაორმაგდა და 2 მლრდ-ს გადააჭარბა.

„ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ენერგეტიკის სექტორი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. განვითარების პოტენციალი არის საკმაოდ დიდი, მათ შორის, ჰიდრო, მზის თუ ქარის ენერგიის მიმართულებით. ყველგან მნიშვნელოვანი პოტენციალია იმისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები განხორციელდეს. ჩვენი შეფასებით, ფინანსურად ენერგეტიკის სექტორი საკმაოდ მყარია და აქვთ საკმარისი ბუფერები იმისთვის, რომ პოტენციური შოკები გადალახონ“ - განმარტავს ალექსანდრე ერგეშიძე.

გამოგვყევით