დღით ადრე ბაზარზე პირველი ვაჭრობა შედგა.
საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ინფორმაციით, 2024 წლის 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის, ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის მოცულობა 1022 მგვტ.სთ-ია, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე.
ამ დროისთვის ბირჟაზე 13 მონაწილეა რეგისტრირებული:
სს ენერგო-პრო ჯორჯია;
სს ეპ ჯორჯია გენერაცია;
შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია;
შპს სვანეთი ჰიდრო;
შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
სს თელასი;
შპს ლილო-მოლი;
სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
შპს რიცეულაჰესი;
შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია;
შპს ჰიდრო ჯორჯია;
შპს კასლეთი 2;
შპს გეოენერჯი.
შეგახსენებთ, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისს არასავალდებულო ვაჭრობის რეჟიმში გაიხსნა, თუმცა, ამ დრომდე ტრანზაქცია განხორციელებული არ იყო.