logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას რეგიონებშიც ვაპირებთ"

"ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, დედაქალაქში ძირითად უბნებში გაზის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაციები უკვე გავავრცელეთ და ვაპირებთ, ამ მიმართულებით რეგიონებშიც ვიმუშაოთ," - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს" ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საზოგადოებაში მნიშვნელოვნადაა ცნობიერება გაზის მოხმარებასთან და მის ინსპექტირებასთან დაკავშირებით გაზრდილი. შემცირებულია ინციდენტების რაოდენობაც, როდესაც მოსახლეობა ინსპექტირების სამსახურს სახლში არ უშვებდა და ხშირ შემთხვევაში, მონიტორინგის პროცესი კონფლიქტით სრულდებოდა.

"რეგიონებში ცნობიერების ამაღლების საკითხზე დახმარებას, კომპანია "სოკარი" გაგვიწევს. 2017 წლიდან, ჩვენთან ძირეული ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში, სერიოზული მუშაობა დაიწყო ნორმატიული აქტების შეცვლასა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის კონკურენტუნარიანი გარემო შექმნილიყო,"- აცხადებს ვარდიაშვილი.

მისივე ცნობით, პირველი რევოლუციური ცვლილებები ელექტროენერგეტიკის მიმართულებით მოხდა. შედეგად, ქვეყანაში არსებობს ტექნიკური მომსახურე ნაწილი და ასევე მომხმარებლებთან ურთიერთობაში მყოფი კომპანიები.

რაც შეეხება დინამიკას, ბოლო 4 წლის ტენდენციის მიხედვით, საჩივრების ნაწილში ელექტროენერგეტიკის სფეროა გამოკვეთილი, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში წყალმომარაგების სექტორიც პრობლემატური გახდა როგორც რეგიონში, ასევე დედაქალაქის მასშტაბითაც.

გამოგვყევით