ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7200 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7105 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0095 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1522 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1407 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.