logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ანაბრის სარგებელი დოლარში გაიზარდა, ევროში შემცირდა

დეპოზიტების დოლარიზაცია, 2023 წლის ნოემბერში, 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, 50.8%-მდე. სებ-ის თვის მიმოხილვით საანგარიშო თვეში ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია 0.1 პროცენტული პუნქტით 62.7%-მდეა მომატებული.

მთლიანად, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 67%-ია, ხოლო იურიდიული პირების
39.7%.

სებ-ის ინფორმაციით, საპროცენტო განაკვეთები (საშუალო შეწონილი წლიური) ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე შემცირებულია 8.5%-მდე. სავალუტო ანაბრის სარგებელი კი 1.8%-მდეა გაზრდილი, ძირითადად აშშ დოლარში განაკვეთის 0.4 პროცენტული პუნქტით მატების ხარჯზე. 

ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით, 1.3%-მდეა შემცირებული.

გამოგვყევით