ბაზარი FED-სგან სექტემბერში განაკვეთის 50-პუნქტიან შემცირებას ელის.
როგორც თიბისი კაპიტალის კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, უახლესი გამოკითხვის თანახმად, ეკონომისტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ფედერალური რეზერვის ღია ბაზრის კომიტეტი (FOMC) სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს ზომიერ გადაწყვეტილებას და შეამცირებს საბაზისო საპროცენტო განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით.
ეს წინააღმდეგობაში მოდის ზოგიერთი მსხვილი უოლ სტრიტის ბანკის მოწოდებებთან, რომლებიც ითხოვენ უფრო აგრესიულ 50 საბაზისო პუნქტიან შემცირებას ან შუალედურ კორექტირებას.
მიმდინარე დებატების ფონზე, Goldman Sachs-მა 12 თვიანი წინასწარი რეცესიის რისკის შეფასება 15%-დან 25%-მდე გაზარდა, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ზრდის გაგრძელება „სავარაუდოდ გაცილებით მეტადაა მოსალოდნელი“ ვიდრე რეცესია.
ამავდროულად, JPMorgan Chase-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ის კვლავაც ინარჩუნებს შეხედულებას, რომ აშშ-ის ეკონომიკის რბილი დაშვება 35%-40%-იან ალბათობას წარმოადგენს.