logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

დავით ონოფრიშვილი: საქართველოს სადაზღვევო ბაზარი 15%-ით გაიზარდა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი იზრდება და წინა წლის 9 თვის მაჩვენებელთან მიმართებით, 15%-იანი ზრდა ფიქსირდება.

როგორც ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 10 წელიწადში საქართველოს სადაზღვევო ბაზარი პრაქტიკულად 2-ჯერ გაიზარდა.

„საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. წინა წლის 9 თვის მაჩვენებელთან მიმართებით 15%-იანი ზრდა გვაქვს. წლევანდელი 9 თვის მაჩვენებელი არის 1.260 მილიარდი ლარის  ფარგლებში. ნოემბერ-დეკემბერი ფაქტობრივად საპროგნოზო მაჩვენებლით - 1.6 მილიარდს  გადასცდება. ბოლო 10 წელიწადში საქართველოს სადაზღვევო ბაზარი პრაქტიკულად 2-ჯერ გაიზარდა. 2017 წელს ჩვენი სადაზღვევო ბაზარი გახლდათ დაახლოებით 440 მლნ და 2025 წელს უკვე ბაზარი იყო 1.220 მილიარდი.  ანუ, მილიარდით გაიზარდა 10 წელში ბაზარი, რაც კარგი მაჩვენებელია. საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებია, რომ სადაზღვევო ბაზარი უფრო მზარდი იყოს და სხვადასხვა ტიპის პროდუქტი იყოს. ასევე, ჯანდაცვის, ქონების, ავტომობილების დაზღვევის თუ სხვა მიმართულებით უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული დაზღვევაში, რაც მნიშვნელოვანია მათი ფინანსური ზარალისგან დაცვისთვის, რადგან მათ თავიანთი ზარალი აუნაზღაურდებათ“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების მიერ დაწესებულ ფასებს, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციასთან მიმართებით ფასები შესაბამისად იზრდება, რაც გასაკვირი არ არის.

„ფასები, რაც არის, დაზღვევა იმის მიხედვით მოქმედებს. თუ სერვისების ფასები იზრდება, შესაბამისად უწევთ სადაზღვევო კომპანიებს ფასების ზრდა, მაგრამ გარკვეული მონიტორინგი ჩვენც გვაქვს. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროსაც აქვს მონიტორინგი თავის სფეროში ფასების კუთხით“, – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

გამოგვყევით