logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1745749231

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) წლიურ შეხვედრაში, რომელიც აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს IDA-ს 21-ე შევსების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები და IDA-ს მე-20 შევსების პროგრამის შეფასება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო IDA-ს დონორი ქვეყნების რიცხვს 2022 წელს, ასოციაციასთან თანამშრომლობის 30-ე იუბილეზე შეუერთდა და უკვე რესურსების მეორე შევსებაში მონაწილეობს დონორის სტატუსით.

გამოგვყევით