logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლაშა ნიკოლაძე: სადაზღვევო ინდუსტრია არ ებრძვის ბანკებს, მაგრამ ყველას თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკებისთვის სადაზღვევო კომპანიების ფლობის აკრძალვას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხზე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას შეხვდნენ.

როგორც დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" შეხვედრის შედეგებზე საუბრისას განაცხადა, სადაზღვევო ინდუსტრია არ ებრძვის ბანკებს, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს საუკეთესოს არჩევაში.

მისივე ინფორმაციით, საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს, ამიტომ შემუშავდება რამდენიმე ვარიანტი თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა. 

"ძირითადი საკითხი შეხვედრაზე იყო საბანკო-სადაზღვევო კომპანიების კონკურენტულ, თუ არაკონკურენტულ ქმედებას სადაზღვევო ბაზარზე.  საკითხი 2019 წელს დაიწყო, როდესაც 12-მა კომპანიამ წერილობით დააფიქსირა, რომ დანარჩენი კომპანიები, რომლებიც ბანკებთან იყვნენ აფილირებული გარკვეულ არაკონკურენტულ სადაზღვევო მოქმედებებში იყო შემჩნეული. ამის შემდეგ საბანკო დაზღვევებში მაშინდელმა ეროვნულმა ბანკმა შემოიღო ე.წ. სამი სადაზღვევო შეთავაზების პრინციპი, რომელიც შეეხებოდა საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის საკითხს. ამის შემდეგ 2022 წელს თავად ეროვნულმა ბანკმა დააფიქსირა, რომ ამ ქმედებამ არ უშველა აღნიშნულ საკითხს და მაინც მაღალია კონკურენცია. დაახლოებით, 90% აღნიშნული სადაზღვევო მიმართულებისა უჭირავს საბანკო-სადაზღვევო კომპანიებს. ეროვნული ბანკის დასკვნის შედეგად, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომელმაც 11-თვიანი მონიტორინგი ჩაატარა და შარშან დეკემბერში დააფიქსირა აღნიშნული პრობლემა და დადო 6 რეკომენდაცია განსახორციელებლად. ძირითადად, ვისაც ეს რეკომენდაციები შეეხება არის  ორი რეგულატორი - ეროვნული ბანკი და დაზღვევის რეგულატორი. სწორედ, ამ რეგულაციების განხორციელების დასაწყებად ჩატარდა პირველი მუშა შეხვედრა.  საკითხი ძალიან კომპლექსურია.

ჩვენს ქვეყანაში საკითხი მძაფრია, რადგან მოგეხსენებათ, რომ საბანკო სისტემა ხარისხობრივად აღემატება სადაზღვევო სისტემას და საბანკო ზეგავლენა სადაზღვევო ბიზნესზე არის ძალიან დიდი. საბანკო სადაზღვევო კომპანიების ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ მათი შეთავაზებები მკვეთრად მაღალკონცენტრაციულია და კონკურენციის წესებს არღვევს. ეს დაადგინა კონკურენციის სააგენტომ თავისი მონიტორინგით, განპირობებულია მათი შეთავაზებული პროდუქციის ხარისხით.

შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ხარისხი, რომელიც მათ შორის, ფასთან შეჭიდულია, გარე ღია ბაზარზე უფრო ნაკლებია, ვიდრე ბანკების მიერ შეთავაზებული. მომხმარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ აარჩიოს საუკეთესო შეთავაზება, ფასის შედარება ძალიან რთულია დაზღვევაში. ამ საკითხის გადაწყვეტა შეიძლება იყოს ის, რომ  ეს არ იყოს მხოლოდ 3 შეთავაზება და იყოს მთლიანად ღია შეთავაზება. ბანკი არ უნდა წყვეტდეს რომელ სამ კომპანიაში წავიდეს, არამედ ღია შეთავაზებით მომხმარებელმა თვითონ, ერთი და იგივე სადაზღვევო პირობებზე, აირჩიოს სადაზღვევო ფასი ელექტრონულად, პლატფორმის მეშვეობით", - განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ.   

გამოგვყევით