logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ლაზიკა კაპიტალს" აქტივები შეუმცირდა

"ლაზიკა კაპიტალს" აქტივები შეუმცირდა

1701184140

"ლაზიკა კაპიტალს" აქტივები შეუმცირდა. 9 თვის ანგარიშით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (მისო) აქტივები 67.1 მლნ ლარია და  მსხვილაქტივებიან მისოების რეიტინგში მე-8  ადგილზე ინაცვლებს.

TOP 10  Q3.2023
რიკო    584.6    
კრისტალი    466.2  
სვისკაპიტალი   205.0    
ემბისი   115.3
ლიდერ კრედიტი     88.8
სმარტ ფინანსი     73.1
ევრო კრედიტი     70.8
ლაზიკა კაპიტალი     67.1
ინტელ ექსპრესი     55.2
ბერმელი      35.5
მლნ

გასული წლის  ანალოგიური პერიოდისთვის, "ლაზიკა კაპიტალი" 78 მლნ ლარზე მეტი აქტივებით, მიკროსაფინანსო ბაზარზე 4.3% წილით იყო წარმოდგენილი. 

წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მისოს საკრედიტო პორტფელი. 2023-ის მესამე კვარტალი "ლაზიკა კაპიტალმა" 67.9 მლნ ლარამდე საკრედიტო დაბანდებით დაასრულა.

მიმდინარე წლის 9 თვის წმინდა მოგება 0.642 მლნ ლარია. 

 ლაზიკა კაპიტალი  
 Q3/2023 ₾
 Q3/2022 ₾
აქტივები 67'108'401  78'055'809
სესხები 59'886'254  67'851'165
შემოსავლები  (სა%) 12'120'385  12'059'429
მ.შ. ლომბარდიდან          -      -
ხარჯები (არა%) 5'226'108  5'268'119 
.პერსონალის 3'387'638  3'427'613 
წმინდა მოგება    642'116     208'695
წყარო: მ/ო                            

გამოგვყევით