სალიზინგო კომპანიებს მსესხებელთა რაოდენობა შეუმცირდა. ივნისის მდგომარეობით, 19 645 აქტიური მსესხებელია. მაისში 300 მომხმარებელი გავიდა ბაზიდან. 2022-იდან კი 1 000 -ზე მეტი კლიენტი მოაკლდა.
კრედიტინფოს ინფორმაციით, 2024-ის მაისში საკრედიტო ისტორია 420 მომხმარებელს გაუუარესდა. პირველად დაუფიქსირდა 1 თვეზე მეტი ვადაგადაცილება.
სალიზინგოების პრობლემური სესხების ჯამური პორტფელი 2.874 მლნ ლარია და 675 სესხს მოიცავს.
პირველი ივნისისთვის ლიზინგის მთლიანი პორტფელი 560 მლნ ლარამდეა შემცირებული (01.03.2024- ₾570 მლნ).
ბაზარზე 15-ზე მეტი სალიზინგო კომპანიაა, თუმცა ძირითადი აქტიურია ხუთი, ბანკების და მისოების შვილობილები. TBC ლიზინგი, BB ლიზინგი, ტერა ლიზინგი. ასევეა მიკროსაფინანსოების (კრისტალი, ალიანს ჯგუფი) და თეგეტას ლიზინგი.
ჯერჯერობით კვლავ ოპერირებს საქართველოს ბანკის სალიზინგო კომპანია, რომელმაც ბაზრიდან გასვლაზე 1.5 წლის წინ განაცხადა. ის მიმდინარე აქტიურ ვალდებულებებს ემსახურება. მომხმარებელს რეფინანსირების შესაძლებლობაც ეძლევა. ასევე სალიზინგო აქტივის გირაოდ გამოყენების, თუ დასჭირდა სხვა კრედიტორთან, შესაბამისის დათქმის და მორიგების საფუძველზე.
კრედიტინფოში 7 სალიზინგო კომპანიის, 40 მისოს, 16 ბანკის, მათ შორის ბოლო დამატებული პეისერა ბანკის და 2 სადაზღვევო კომპანიის ინფორმაციაა აღრიცხული.