logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

მიკროსაფინანსო სექტორის მომგებიანობა 4%-ით შემცირდა

მიკროსაფინანსო სექტორის მომგებიანობა 4%-ით შემცირდა. 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მისო-ების წმინდა მოგებამ 28.7 მილიონი ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 29.9 მლნ ლარს აღწევდა.

პირველი სამი თვის მონაცემებით,  მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1, 747 მილიონი ლარი იყო. სექტორის დაკრედიტების ძირითად სეგმენტს კვლავ ფიზიკური პირები წარმოადგენენ.  იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა კი ისევ მცირეა და  25.4  მილიონ ლარს შეადგენს. საკრედიტო პორტფელის უდიდესი წილი, 856 მილიონი ლარი, სალომბარდე სესხებს უჭირავს.

ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები

ვაჭრობა და მომსახურება  - 180.1 მლნ ლარი

სამომხმარებლო სესხები  - 508.8 მლნ ლარი

სოფლის მეურნეობა  - 115.7 მლნ ლარი

ონლაინ სესხები  - 25.3 ათასი ლარი

ლომბარდი  - 856. 8 მლნ ლარი

განვადება -  51. 8 მლნ ლარი

სხვა  - 7.9 მლნ ლარი

გამოგვყევით