logo
Loading data...

"მთავარია, თქვენი ადგილობრივი ვალუტით შეგეძლოთ იმის შესყიდვა, რასაც ყოველთვის ყიდულობდით"- აქსელ ვან ნედერვენი

"მთავარია, თქვენი ადგილობრივი ვალუტით შეგეძლოთ იმის შესყიდვა, რასაც ყოველთვის ყიდულობდით"- აქსელ ვან ნედერვენი

1716453600

"თქვენი მოსახლეობა უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს მათი შიდა ფასების სტაბილურობაზე, თუ რისი შეძენა შეუძლიათ ლარით, ნაცვლად ეფექტური გაცვლითი კურსის ყურებისა,"- ამის შესახებ "ბიზნესი რუსთავი 2"-თან EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელმა აქსელ ვან ნედერვენმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეფექტები, ევროპული თვალსაზრისით,მხოლოდ რიცხვებია.

"მთავარია, თქვენი ადგილობრივი ვალუტით შეგეძლოთ შესყიდვა იმის, რასაც ყოველთვის ყიდულობდით, - ეს არის ის, რაზედაც თქვენ უნდა იზრუნოთ. ხოლო, იმის განხორციელება, რაც ბოლო 10-15 წლის მანძილზე მოხდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იყო,"-აღნიშნავს ნედერვენი. 

კითხვაზე, როგორ აფასებს EBRD ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, ინსტრუმენტების შინაარსს და შედეგებს რაც ხელშესახებია, EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ გაიხსენებს საწყის წერტილს, 2010 წელს, როდესაც ის საქართველოში პირველად ჩამოვიდა, საუბარიც კი რთული იყო იმაზე, თუ როგორ წარიმართებოდა მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, მაშინ როცა ამ დროისთვის ეროვნული ბანკი სრულფასოვნად ახორციელებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. აქედან გამომდინარე, აქცენტი კეთდება შიდა ფასების სტაბილურობაზე, მაგრამ ეს აღარ არის დომინანტური ელემენტი, რაც ჩვენი გადმოსახედიდან რეალურად საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"თქვენი მოსახლეობა უფრო მეტად უნდა ფიქრობდეს მათი შიდა ფასების სტაბილურობაზე, თუ რისი შეძენა შეუძლიათ ლარით, ნაცვლად ეფექტური გაცვლითი კურსის ყურებისა. ეფექტები, ევროპული თვალსაზრისით და ჩემი გადმოსახედიდან მხოლოდ რიცხვებია. მთავარია, თქვენი ადგილობრივი ვალუტით შეგეძლოთ შესყიდვა იმის, რასაც ყოველთვის ყიდულობდით, - ეს არის ის, რაზედაც თქვენ უნდა იზრუნოთ. ხოლო, იმის განხორციელება, რაც ბოლო 10-15 წლის მანძილზე მოხდა, მე ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იყო,"-აცხადებს ნედერვენი. 

თუ უწყვეტად ვიფიქრებთ, რისი მიღწევა გვინდა - ესაა რომ ლარითაც იმავეს გაკეთება შეგვეძლოს, რაც ევროთი შეიძლება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისათვის, რომ ქართულმა ბანკებმა შეძლონ - დაკრედიტება ადგილობრივი ვალუტით ისე, როგორც ამას გავაკეთებდით დოლარის ან ევროს შემთხვევაში.

რაც შეეხება EBRD-ის  ქართული ფინანსური ბაზრების განვითარების საქმეში ჩართულობასა და შემდგომი მხარდაჭერის გეგმას, ნედერვენი განმარტავს: "თქვენ უნდა გქონდეთ ბანკები, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ ვალუტაში უფრო გრძელი ვადით, ფიქსირებული განაკვეთებით გაასესხონ თანხები. ხოლო იმედი იმისა, რომ ამის უკან იდგება  ბანკების და საფინანსო სისტემის შესაძლებლობა, დააფინანსოს მეტი ისე, რომ არ ჰქონდეს დიდი სადეპოზიტო ბაზა, სავსებით რეალურია.

თუ უწყვეტად ვიფიქრებთ, რისი მიღწევა გვინდა - ესაა რომ ლარითაც იმავეს გაკეთება შეგვეძლოს, რაც ევროთი შეიძლება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისათვის, რომ ქართულმა ბანკებმა შეძლონ - დაკრედიტება ადგილობრივი ვალუტით ისე, როგორც ამას გავაკეთებდით დოლარის ან ევროს შემთხვევაში," - აცხადებს ნედერვენი. 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით