logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ნინო ქურდიანი: "რთულია იმის თქმა, საიდან უნდა დაიწყოს სააქციო ბაზრის აქტივობების ზრდა"

სპეციალისტების შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ საფონდო ბირჟაზე გარკვეული სახის პოზიტიური სიგნალები გამოჩნდა, ქართული ბიზნესისთვის კაპიტალის ბაზარი ჯერ მაინც ვერ იქცა ფინანსური წყაროს მოძიების მნიშვნელოვან ალტერნატივად. თუმცა მოლოდინები დადებითია.

როგორც საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს,  ობლიგაციების ბაზარზე აქტივობა შენარჩუნებულია.  ბირჟაზე ელიან,  რომ ეს ტენდენცია 2026 წლამდე შენარჩუნდება. ამასობაში კი კაპიტალის ბაზარზე ახალი პროდუქტების გამოჩენას პროგნოზირებენ,  რომელთა დახმარებითაც საცალო ინვესტორთა და საბანკო სექტორის მხრიდან ინტერესი უნდა გაზარდოს. აქ კონკრეტულად ობლიგაციებით უზრუნველყოფილი სესხები და ე. წ. რეითები, ანუ უძრავი ქონების აქტივებზე დამყარებული ინსტრუმენტები იგულისხმება.

„დაგეგმვა არ ხდება მხოლოდ საფონდო ბირჟის დონეზე. რთულია იმის თქმა, საიდან უნდა დაიწყოს სააქციო ბაზრის აქტივობების ზრდა. ობლიგაციების მხარეს კი აქტივობა შენარჩუნებულია. ეს ტენდენცია არა მხოლოდ წლის ბოლომდე,  მომდევნო ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ამასობაში, გეგმაშია კაპიტალის ბაზარზე ახალი პროდუქტების გამოჩენა. მათ შორის ობლიგაციებით უზრუნველყოფილი სესხები და ე.წ. რეითები, რომლებიც საკმაოდ დიდ ბუსტს აძლევს ეკონომიკის და საფონდო ბირჟის განვითარებას არაერთ ქვეყანაში.“-აღნიშნა ნინო ქურდიანმა. 

გამოგვყევით