მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ოქროს შეფასების გაზრდაზე აცხადებენ. მ/ო "რიკო ექსპრესის" ინფორმაციით, 958 სინჯის 1გ ოქრო 180 ლარად ფასდება. ღირებულება ერთ კვირაში, 6 ლარით, 3.4%-ით გაზრდილია.
ოქროს ლომბარდის გირაოს ღირებულება ასევე გაზარდა მისო "კრისტალმა". 958 სინჯის, 1გ ოქროს, მსესხებელს 176 ლარად უფასებს. "ოქროს სესხს, ოქროს პირობებით" თვიურ 1.5%-დან გასცემს. წლიური ეფექტური განაკვეთი 19.57%-დან განისაზღვრება.
რიკოში აცხადებენ, რომ ოქროთი უზრუნველყოფილი სალომბარდე სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-ს არ აღემატება. ამასთან დამატებითი ფარული ხარჯებიც არ არის.
ოქროს სინჯი | კრისტალის ფასი | რიკოს ფასი |
375 | 56 | 50 |
500 | 91 | 94 |
585 | 108 | 110 |
750 | 137 | 141 |
900 | 165 | 169 |
958 | 176 | 180 |
ოქრო | ₾არი | ₾არი |
"რიკო" და "კრისტალი" მიკროსაფინანსო სექტორში ყველაზე მსხვილი მ/ორგანიზაციებია. 602 მლნ ლარის და 510 მლნ ლარის აქტივებით.
"რიკოს" პორტფელი მთლიანად ლომბარდია, 87.6 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავლებით. "კრისტალს" კი ლომბარდიდან ₾1 მლნ-მდე შემოსავალი აქვს (Q1/2024-ისთვის).
პირველი აპრილის მდგომარეობით, (Q1/2024) 465.4 მლნ ლარის პორტფელი აქვს "რიკოს". "კრისტალი" კი ₾453.3 მლნ-ის საკრედიტო დაბანდებიით არის წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს ბიზნეს სესხებსაც.
სწორედ ბიზნესის დაფინანსებაა მიკრობანკის ლიცენზიის მისაღები მთავარი პირობა, რომელსაც "კრისტალი" ასრულებს და განაცხადზე სებ-ის გადაწყვეტილებას ელოდება. "რიკო" ვერ ასრულებს, თუმცა, არც მიკრობანკობა უნდა, როგორც მისმა დამფუძნებელმა განაცხადა.