ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ქვეყანაში საბანკო იპოთეკას გარკვეული სახის მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დეველოპერებს გარკვეული სახის მხარდაჭერა ექნებათ კიდეც.
"ამ მიმართულებას გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან საბანკო იპოთეკა უფრო მეტ ზედამხედველობას, რისკების უკეთეს მართვას საჭიროებს. ამ თვალსაზრისით დეველოპერების წუხილი გავიზიარეთ, თუმცა პირველად საზრუნავი ფინანსური სტაბილურობაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ნაბიჯი უკვე გადადგა და დეველოპერებთან ერთად ჩვენი რეგულაციების გადახედვას ვაგრძელებთ - მხარდაჭერა იქნება", - აცხადებს ნათია თურნავა.