logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საბანკო სექტორში დოლარის დეპოზიტები მცირდება

საბანკო სექტორში დეპოზიტების ზრდა შენელებულია. სებ-ის სტატისტიკით, კლება მაისიდან აღინიშნება. წლიური ზრდის მაჩვენებელი 31%-დან, 1.5-ჯერ  შემცირებულია და ოქტომბრის მდგომარეობით, 19.6%-ია (05/2023 +31.1%Y.Y).

სებ-ის ანალიტიკური ცხრილებით, ანაბრების მთლიანი პორტფელის ზრდაში საცალო დეპოზიტების წვლილი 7.7%-ია, სავალუტო ანაბრების კი 2.3%-მდეა შემცირებული.

წლის დასაწყისში (იანვარი/თებერვალი/მარტი) სავალუტო დეპოზიტების ზრდის წწილი 14%-მდე იყო.

2023-ის სამი კვარტალის მდგომარეობით, საბანკო სექტორში 46,03 მლრდ ლარის დეპოზიტებია, მ.შ. ფიზიკური პირების 25.351 მლრდ ლარის (01.09.2023 - ₾48.1 მლრდ; ₾25.2 მლრდ).

გამოგვყევით