logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სებ-ის მიერ მოგების გარდა, სარეზერვო ფონდიდან მთავრობისთვის ფინანსური ტრანსფერი არ განხორციელებულა - ეროვნული ბანკი

სებ-ის მიერ მოგების გარდა, სარეზერვო ფონდიდან მთავრობისთვის ფინანსური ტრანსფერი არ განხორციელებულა - ეროვნული ბანკი

1753360500

„საქართველოს ეროვნული ბანკი მოგების განაწილებას ახორციელებს საერთაშორისო აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, ყოველი საფინანსო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ეროვნული ბანკი წმინდა მოგებას ურიცხავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამასთან ერთად, მოგების ნაწილი რჩება ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდში,“ - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში ხსენებული დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ეროვნულ ბანკში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, გარდა მოგების გადასახადის გადარიცხვისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, დამატებით სარეზერვო ფონდიდან, განახორციელოს ფინანსური ტრანსფერი მთავრობისათვის.
„მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, პრაქტიკაში მსგავსი გადარიცხვა ეროვნულ ბანკს არ განუხორციელებია. ეროვნული ბანკი მხოლოდ წმინდა მოგების გადანაწილების კუთხით ურიცხავს თანხას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. აქვე აღვნიშნვათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის გამჭირვალობის მაღალი ხარსხით გამოირჩევა. გარე აუდიტის მიერ შემოწმებული და დადასტურებული ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რაც ასევე საჯაროდ გამოქვეყნებულია ვებ-საიტზე,“ - აცხადებენ სებ-ში.

businessinsider.ge

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება - გურამ გურამიშვილი

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება - გურამ გურამიშვილი

გამოგვყევით