logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

MP Development-ი Telavi Mall-ს ნოემბერში გახსნის – რას მოიცავს ახალი სავაჭრო ცენტრი?

Telavi Mall-ის სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და სავაჭრო ცენტრი 2025 წლის, შემოდგომაზე - ნოემბრის დასაწყისში გაიხსნება, - ამის შესახებ კომპანია MP Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პაპუნა კაციტაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, სავაჭრო ცენტრის 65% უკვე გაქირავებულია და მოიჯარეებისთვის ფართების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ 35%-ზე, MP Development-ს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბრენდთან, მათ შორის, საერთაშორისო ბრენდებთან აქვს. პაპუნა კაციტაძის თქმით, ბრენდების მხრიდან დაინტერესება მაღალია. 

"Telavi Mall-ი კახეთის რეგიონში პირველი მულტიფუნქციური და თანამედროვე სტანდარტების მქონე სავაჭრო ცენტრი იქნება, რომელიც 4 ჰა-ზე იქნება განთავსებული. სივრცის გახსნა რამდენიმე ეტაპად იქნება დაყოფილი და პირველი ეტაპი, სავაჭრო ცენტრის გახსნაა. Telavi Mall-ში განთავსებული იქნება როგორც კინოთეატრი, ისე კვების ობიექტები და ტანსაცმლის მაღაზიები. 

მოიჯარეები გვყავს როგორც კინოთეატრი, ასევე სასურსათო მაღაზია, აფთიაქი, ტანსაცმლის ბრენდები, მათ შორის, "ვაიკიკი". ასევე, პარფიუმერიის ბრენდები და სხვა. სრულფასოვანი სავაჭრო ცენტრი იქნება, მათ შორის, კვების ობიექტებით. 3 დარბაზიანი კინოთეატრი იქნება, სადაც კომპანია Dream Cinema იმუშავებს, რომელიც ახალია საქართველოს ბაზარზე. კვების ნაწილში მოლაპარაკებები გვაქვს McDonald's-თან.

სავაჭრო ობიექტი არა მხოლოდ თელავისთვის, არამედ კახეთისთვის იხსნება  და მიზიდულობის ცენტრი გახდება.  სავაჭრო ცენტრს 15 000 მ² უჭირავს, ხოლო დანარჩენი ტერიტორიის ათვისება ეტაპობრივად მოხდება. ვაპირებთ, რომ დარჩენილ ფართობზე 5000 მ²-ზე სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი "დომინო" შევიყვანოთ. ამას გარდა, ვგეგმავთ ავეჯის სარეალიზაციო ცენტრის მოწყობას, როგორიც თბილისში არის "საბა". ამას გარდა, მომავალში ვგეგმავთ გამაჯანსაღებელი ცენტრისა და ავტო სერვისის განთავსებას", - აცხადებს პაპუნა კაციტაძე.

ამასთან, MP Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ობიექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მლნ ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, MP Development-ი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. MP Development-ი "ვისოლ ჯგუფის", ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგ კომპანიის და საინვესტიციო კომპანია "რივერსაიდ ინვესტის" წევრია საქართველოში. კომპანიის მიზანია იყოს უმსხვილესი და ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი კომერციული უძრავი ქონების მმართველი კომპანია ქვეყანაში.​ მათი პორტფელი მოიცავს  - 13 სავაჭრო ცენტრს თბილისსა და რეგიონებში, საერთო გასაქირავებელი ფართით 55,490 მ².

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება - გურამ გურამიშვილი

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება - გურამ გურამიშვილი

გამოგვყევით