logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს 1.6 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წლიურად 7.0%-იანი ზრდაა" - Galt&Taggart

"2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს 1.6 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წლიურად 7.0%-იანი ზრდაა" - Galt&Taggart

1753331280

2025 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს 1.6 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წლიურად 7.0%-იანი ზრდაა. მათ
შორის ტურისტების რაოდენობამ 1.3 მლნ (+10.7% წ/წ) შეადგინა, ხოლო ერთდღიანმა ვიზიტორებმა 0.3 მლნ (-5.4% წ/წ). ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ის ტურიზმის 2025 წლის მე-2 კვარტლის შეჯამებაშია აღნიშნული

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ვიზიტორების ზრდა ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან, სომხეთიდან და აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის, ინდოეთიდან, ისრაელიდან და ჩინეთიდან.

ამასთან, ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან. ევროკავშირიდან მზარდი ნაკადები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გაზრდილ ავიამიმოსვლას უკავშირდება.

"აღსანიშნავია, რომ მე-2 კვარტალში ვიზიტორების ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა ისრაელ-ირანს შორის ივნისის ომის გავლენით, ისრაელიდან ვიზიტორთა ზრდის შენელებისა და ირანიდან შემცირებული ვიზიტების მიუხედავად. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2.8მლნ შეადგინა (+4.6% წ/წ), საიდანაც ტურისტების რაოდენობა 2.3 მლნ (+6.9% წ/წ), ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 0.5მლნ (+4.2% წ/წ) იყო,"- ნათქვამია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში. 

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება - გურამ გურამიშვილი

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება - გურამ გურამიშვილი

გამოგვყევით