logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

წყნეთში პირველი ღია აუზი - Gatsby Tskneti Pool-ი გაიხსნა

წყნეთში პირველი ღია აუზი - Gatsby Tskneti Pool-ი გაიხსნა

1753457969

ცხელი დღეების აუზზე გატარება, თბილისური ზაფხულის ერთგვარ რიტუალად იქცა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ქალაქში არაერთი გასართობი ადგილი გაჩნდა, რომლებიც სტუმრებს აუზში გაგრილებას და დღის სასიამოვნოდ გატარებას სთავაზობენ. გასულ კვირას კი, მათ რიცხვს Gatsby Tskneti Pool შეემატა, რომელიც მსგავსი ტიპის პირველი და ერთადერთი სივრცეა წყნეთში.

Gatsby Tskneti Pool-ის კონცეფცია უნიკალურ კომბინაციას ემყარება, რომელიც აერთიანებს აუზს, მწვანე გარემოს, სუფთა ჰაერს, ღია ბარსა და მყუდრო ადგილს დასვენებისთვის.

“Gatsby Tskneti Pool-ის შექმნის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, როცა წყნეთში გადმოვედი საცხოვრებლად. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქაური გარემო საუკეთესოა ზაფხულის გასატარებლად. ერთედერთი კი, რაც ამ ჰარმონიას აკლდა, ღია აუზი იყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ის თავად შემექნა და წყნეთის მოსახლეობისთვის თუ დამსვენებლებისთვის უნიკალური კლიმატისა და აუზზე განტვირთვის კომბინაცია შემეთავაზებინა.” - თეო ხიზანიშვილი, დამფუძნებელი.

15 ივლისს, აუზმა პირველი სტუმრები გეტსბის თემატიკით გაფორმებულ წვეულებაზე მიიღო, რომლის კონცეფციასა და ორგანიზებაზე, Dragonfly Events-მა იმუშავა.

“მსგავსი კონცეფციის ღონისძიებაზე მუშაობა საინტერესო გამოწვევა იყო ჩვენი გუნდისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ Dragonfly Events-ში თამამი იდეების განხორციელება განსაკუთრებით გვხიბლავს. ამიტომაც, მთელი გულით შევუდექით ამ პროექტზე მუშაობას და შევეცადეთ, სტუმრებისთვის შეგვექმნა განცდა, რომ გეტსბის წვეულებას სტუმრობდნენ.” - ქეთი ნონიაშვილი, Dragonfly Events-ის თანადამფუძნებელი.

გახსნის ცერემონიის მუსიკალური ნაწილი მარიტა როხვაძემ და საქსაფონისტმა მარიამ კიკვაძემ გახსნეს, რასაც დიჯეი გიგი კეშელავას სეტი მოჰყვა. ღონისძიებაზე, ასევე შედგა ცნობილი მხატვრების, ხათუნა სონღულაშვილის, ქეთი კავილაძისა და მარინა მოსაშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც.

Gatsby Tskneti Pool“ 21 ივლისიდან სტუმრებს ყოველდღიურად, 10:00-დან 20:00 საათამდე მასპინძლობს მისამართზე - რუსთაველის 86ა.

გამოგვყევით