logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გორის მუნიციპალიტეტში 2.5 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში 2.5 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

1753518982

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავ და სადრენაჟე სისტემებს რწყვის სეზონის პარალელურად აწესრიგებს.

ექსპლუატაციის ღონისძიებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის  სოფელ სვენეთის ტერიტორიაზე,  სადრენაჟე არხზე  სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2,5  კილომეტრი სიგრძის  არხის  წმენდას ითვალისწინებს. 

ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სარწყავი სეზონის პარალელურად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყლით უზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

გამოგვყევით