საქართველოს საფონდო ბირჟის (სსბ) ინფორმაციით, სსბ-ს სისტემაში "სელფი მობაილის" (ბილაინი) ობლიგაციების დაეშვა.
₾65 მლნ-ის 3-წლიანი ობლიგაციები ბირჟის A ლისტინგში დაეშვება, სადაც ამ დროისთვის აქციებიდან მხოლოდ საქართველოს ბანკის ფასიანი ქაღალდები ივაჭრება.
მობილური ოპერატორის ფასიან ქაღალდებს მინიჭებული აქვს BB- რეიტინგი, სტაბილური პერსპექტივით. სადებიუტო ემისიაში თანხა კომერციულმა ბანკებმა ჩადეს.
3-წლიანი ფასიანი ქაღალდები (*განაკვეთი 13.4%) მიიჩნია საპენსიო სააგენტომაც. შესაბამისად, მობილურმა ოპერატორმა აღნიშნული სასესხო ინსტრუმენტით საპენსიო დანაზოგებიც მოიზიდა.
ნასესხები 65 მილიონიდან 53 მილიონი საბანკო სესხების ნაწილობრივ რეფინანსირებას მოხმარდა და ემიტენტს ობლიგაციის გარდა, კომერციულ ბანკებთან ბალანსზე ₾20 მლნ-ის ვალდებულებები დარჩა. დანარჩენი 12 მლნ ლარი ახალი კაპიტალური ხარჯებისთვისაა.
სელფი მობაილის 71%-ის მფლობელია „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ და 29%-ის „ინვესტიკო ალიანსე“. ორივე კომპანიაში 100%-ს ფლობს შპს სილქ როუდ ჯგუფი B.V. (ბენეფიციარი მესაკუთრეები: ხვიჩა მაქაცარია (59.1%), მამუკა ტოგონიძე (38,4%), კონსტანტინ სახოკია (1,25%) და იულია დედოვა (1,25%)).
მაქაცარია და ტოგონიძე მესაკუთრეები გახდნენ 2022 წლის ცვლილების შემდეგ. მანამდე ვოთერთრაილ ინდასტრიზის“და „ინვესტიკოს" ფლობდა VEON Amsterdam B.V., ნიდერლანდებში რეგისტრირებული Veon LTD-ს შვილობილი.
*ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მისი
ნომინალური ღირებულებიდან, და შეადგენს წლიურად TIBR 6M+3.50%.