logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სუვერენული ობლიგაცია სტაბილურობას ინარჩუნებს

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციები (GEORG) გასულ კვირას 6.03% შემოსავლიანობით ივაჭრებოდა. კვირის ვაჭრობა 90.13 -ით დაიხურა.

G&T-ის კვირის მიმოხილვით სარგებელი წლის დასაწყისიდან გაზრდილია (01/2023 - 5.8%), თუმცა  სექტემბრიდან მოყოლებული 1 პროცენტულ პუნქტზე მეტად შემცირდა, რასაც საინვესტიციო ბანკირები ფედრეზერვის ბოლოდროინდელ ანონსს უკავშირებენ. ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას წლის II ნახევრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება აქვს გაცხადებული. ამან შექმნა გარკვეული მოლოდინები, რაც აისახა კიდეც აშშ-ს გრძელვადიან ობლიგაციებზე, განაკვეთის შემცირებით. ამ დროისთვის რეფინანსირება 5.25%/5.5%-ია. 

გლობალურ ტრენდს მიყვება საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციაც (GRAIL). გასულ კვირას 91.6-ად ივაჭრებოდა, 6.2%-იანი შემოსავლიანობით (09/2023 - 87,3; 7.2%).

როგორც იცით, საქართველოს რკინიგზამ (GR) ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2012 წელს გამოშვებული, $500 მილიონის ბონდები (ვადა 10 წელი, განაკვეთი -7.75%), 7 წლიანი მწვანე ევროობლიგაციებით (განაკვეთი 4%) ვადამდე, 2021 წელს დაფარა. მოზიდული ფული, ძირითადად, 10 წლიანის გადაფარვას მოხმარდა. $ 50 მლნ -ის მიზნობრიობა იყო ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსება.

2021 წლის აპრილშია განთავსებული ქვეყნის სუვერენული 5-წლიანი ბონდებიც, 2.75%-ად. წინა ემ12.04.2021-ში ამოეწურა ვადა წინა ემისიას, 2011 წელს ემიტირებულ 10 წლიან ევრობონდებს (6.875%)

გამოგვყევით