თიბისი ბანკი კაპიტალზე უკუგებით ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ბანკის ROE (გაწლიურებული) 25.2%-ია. თიბისი, კაპიტალზე მომგებიანობით II პოზიციაზეა.
"ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ კაპიტალზე უკუგება 20%-ზე მეტი იქნება და ამ დანაპირებს შევასრულებთ", - TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგა თხელიძემ ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, "ბიზნესპარტნიორის" ეთერში.
21.3 მლრდ ლარის საკრედიტო დაბანდებით, თიბისი ბანკი ბაზარზე №1-ია. 39.6%-იანი წილით არის წარმოდგენილი.
სექტორის ყველაზე მსხვილაქტივებიანი სისტემური ბანკი ასევე ლიდერია 4.5 მლრდ ლარის სააქციო კაპიტალით, მსხვილკაპიტალიან ბანკებში.
თიბისი ბანკმა 2023 წელი 1.08 მლრდ ლარის მოგებით დაასრულა.
თიბისი ბანკი |
2023 |
|
აქტივები |
31 350 171 000 |
₾ |
სესხები |
21 277 775 000 |
₾ |
დეპოზიტები |
18 114 180 000 |
₾ |
სააქც. კაპიტალი |
4 601 764 000 |
₾ |
ROE |
25.22% | |
ROA |
3.9% |