logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ხანძრის გამო, "ჰელსიკორის" პაციენტები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს

ხანძრის გამო, "ჰელსიკორის" პაციენტები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს

1745998338

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, კლინიკა "ჰელსიკორში" შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა და პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში. ამის შესახებ თავად კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"პაციენტები არიან უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გეგმიური პროცედურები, რაც დღეს იყო დაგეგმილი, არ ჩატარდება," - ნათქვამია "ჰელსიკორის" განცხადებაში.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

გამოგვყევით