logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ქვეყანაში ფიტოთერაპიაზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება - "განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისა და ორსულების მკურნალობისას"

ქვეყანაში ფიტოთერაპიაზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  დავით ვაშაძის ფიტო ბალნეოთერაპიის ცენტრის დამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა  განუცხადა, ბოლო წლებში, მათი მომხმარებლების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ბუნებრივი მცენარეული პრეპარატებით მკურნალობა სჯობს, ვიდრე ქიმიური პრეპარატებით, რომელთაც ზოგ შემთხვევაში, გარკვეული უკუჩვენებები აქვთ.

„ფიტოთერაპია განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისა და ორსულების მკურნალობისას. თუმცა, თვითნებურად მცენარეული პრეპარატების მიღებაც არ შეიძლება და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ექიმი, რომელიც თავის მხრივ, კვლევების საფუძველზე დანიშნავს მკურნალობას“, - აღნიშნა ირმა დაუშვილმა.

მისივე თქმით, ფიტოთერაპია ჩართულია უამრავი დაავადების, მათ შორის კანის დაავადებების, კერძოდ - ფსორიაზის მკურნალობის პროცესშიც.

„დავით ვაშაძის ფიტო ბალნეოთერაპიის ცენტრმა, დაახლოებით, 3 წელია, რაც ფსორიაზის პროგრამა შეიმუშავა, რომელიც კომპლექსურად მოიცავს ბალნეო მკურნალობას, მედიკამენტებსა და ფიტოთერაპიას. ამ პროგრამის განვითარებას ვაგრძელებთ და გვაქვს უკვე ძალიან კარგი შედეგები“, - განმარტა ირმა დაუშვილმა. 

მან მიმდინარე წელიც შეაფასა და თქვა, რომ გასულ წელთან შედარებით, 2025 წელს დავით ვაშაძის ფიტო ბალნეოთერაპიის ცენტრის მომხმარებლების რიცხვი, ჯამურად, 20%-ის ფარგლებშია გაზრდილი.

გამოგვყევით