logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Amazon-ი ტრამპის ინაუგურაციის ფონდს $1 მილიონს შესწირავს

Amazon-ი ტრამპის ინაუგურაციის ფონდს $1 მილიონს შესწირავს. Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ეწვევა პირადად ტრამპს, რადგან ის და სხვა ტექკომპანიების დამფუძნებლები უფრო მჭიდრო ურთიერთობას გეგმავენ მომავალ პრეზიდენტთან.- წერს CNN-ი.

ბეზოსმა ღიად დააფიქსირა პოზიცია ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ და საჯაროდ შეაქო ის.

”ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა აჩვენა უდიდესი გამბედაობა” - წერდა ბეზოსი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ META-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ფონდს $1 მილიონი უკვე შესწირა.

ტრამპს აღნიშნულ კომპანიებთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა სულ რაღაც 4 წლის წინ, თუმცა როგორც ჩანს ურთიერთობების დათბობის სურვილი, როგორც ტრამპის, ასევე ტექნიკური გიგანტების მხრიდან აშკარაა.

გამოგვყევით