ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Nio-მ ფლაგმანი მოდელი წარადგინა, რომელიც თვითგანვითარებული ტექნოლოგიებითა და ნახევარგამტარებითაა აღჭურვილი.
კომპანია ფიქრობს, რომ ახალი მოდელი ხელს შეუწყობს შემოსავლის გაზრდას, რადგან ფასების ომმა და მანქანებზე მოთხოვნის შენელებამ მომგებიანობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.
ET9 სედანი იმავე კლასში პოზიციონირებს, როგორიცაა Mercedes Benz-ის Maybach და Porsche-ს Panamera სერიები. ავტომობილის მიწოდება, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში დაიწყება, სავარაუდო ფასით 800,000 იუანი ($112,178).
Nio-ს დამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა უილიამ ლიმ ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის ქალაქ Xian-ში კომპანიის ყოველწლიურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მანქანა აღჭურვილი იქნება Nio-ს თვითპროექტირებული ავტონომიური მამოძრავებელი ნახევარგამტარით, 900-იანი ძაბვის ელექტროძრავით - სწრაფი დატენვისთვის და დიდი ცილინდრული ელემენტების უჯრედებით.
ავტომწარმოებელს ზოგიერთ ტექნოლოგიას ამერიკული სტარტაპი ClearMotion მიაწვდის, რომელშიც უიალიამ ლის ვენჩურული კაპიტალის ფირმა Nio Capital-მა ინვესტიცია განახორციელა.
2024 წელს Nio-მ ჩინეთში ელემენტების შემცვლელი სადგურის დამატება და მისი საზოგადოებრივი დამტენების გაორმაგება დააანონსა. კომპანია ფსონს დებს ასეთ ტექნოლოგიასა და ინფრასტრუქტურაზე, რითაც გაზრდის თავისი ელექტრომანქანების მიმზიდველობას და გააუმჯობესებს მოგების მაჩვენებლებს.
დეკემბერში კომპანიამ აბუ-დაბის მიერ მხარდაჭერილ საინვესტიციო კომპანია CYVN Holdings-ის პროექტში გაიმარჯვა და $2.2 მილიარდი მოიგო. ინვესტიცია მიმდინარე თვეში ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ჩინეთის ელექტრომანქანების ბაზარზე განხორციელდა.