logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Finnair-ი მგზავრებს წონის - როგორია უსაფრთხო აფრენისთვის წონის ლიმიტი?

ფინური ავიახაზების Finnair-ის მგზავრებმა ფრენის წინ ახალი გამოცდილება მიიღეს - ავიაკომპანია გამგზავრებამდე მგზავრების საშუალო წონისა და მათი ხელბარგის შესახებ მონაცემებს აგროვებს.

ეს პროცესი თებერვლიდან აპრილ-მაისამდე გაგრძელდება, რომლის თანახმადაც, მოხალისე მგზავრებს შეუძლიათ გამგზავრების კართან აიწონონ. ავიაკომპანია აცხადებს, რომ აწონვა ნებაყოფლობითი და ანონიმურია, და რომ მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ თვითმფრინავის ბალანსის გამოთვლებში.

თითოეულ თვითმფრინავს დადგენილი მაქსიმალური წონა აქვს, სადაც ერთიანდება როგორც უშუალოდ, თვითმფრინავის წონა, საწვავი, ჩასაბარებელი ბარგი და ტვირთი, ასევე, კვებისა და წყლის ავზები და მომხმარებლები. უსაფრთხო აფრენის უზრუნველსაყოფად ამ წონის გადაჭარბება დაუშვებელია.

სხვადასხვა ნივთებისა და კლიენტების წონა, ასევე, მათი ხელბარგი სამოქალაქო ავიაციის ორგანოს მიერ დადასტურებული საშუალო წონის მეთოდის გამოყენებით გამოითვლება და საავიაციო ხელისუფლება ავიაკომპანიებისგან მოითხოვს ამ მაჩვენებლების განახლებასა და დაზუსტებას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

მას შემდეგ რაც ახალი გამოთვლები დადასტურდება, განახლებული წონები გამოყენებული იქნება თვითმფრინავის ბალანსისა და დატვირთვის უზრუნველსაყოფად მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

სოციალურ მედიაში ზოგიერთმა მომხმარებელმა Finnair კლიენტების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, თუმცა, ავიაკომპანია ხაზს უსვამს, რომ მონაცემების შესაგროვებლად მგზავრების აწონვა სხვადასხვა ავიახაზებისთვის სტანდარტული საოპერაციო პროცედურაა.

გამოგვყევით