logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Ford-ის მოგება მცირდება

24 ივლისის ვაჭრობაში Ford-ის აქციები 11%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც ავტომწარმოებელმა მოსალოდნელზე გაცილებით სუსტი მოგების შესახებ განაცხადა. კომპანიის განმარტებით, ის იძულებული გახდა მეტი თანხა გამოეყო მომხმარებლების მანქანების შეკეთების ხარჯების დასაფარად.

Ford არ აკონკრეტებს, თუ რა დამატებითი თანხა გამოყო საგარანტიო ხარჯების დასაფარად, მაგრამ ამბობს, რომ კვარტალურად საოპერაციო შემოსავლის $1,2 მლრდ-ით ვარდნის „უმეტესობა“ სწორედ ამ გაზრდილ ხარჯზე მოდის.

მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, კომპანია განმარტავს, რომ პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს.

ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ხარისხის ამაღლებისა და ხარჯების შესამცირებლად, მაგრამ გუნდი ერთგულია და ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - თქვა Ford-ის ფინანსურმა ფინანსურმა დირექტორმა ჯონ ლოულერმა კომპანიის მოგების ანგარიშში.

კომპანიის Model e-ს განყოფილებას, რომელიც არაკომერციულ, სამომხმარებლო ელექტრო მანქანების გაყიდვებს მოიცავს, $1,1 მილიარდის საოპერაციო ზარალი ჰქონდა, ისევე, როგორც გასულ წელს.

Ford Pro-მ კი, რომელიც მოიცავს გაყიდვებს ბიზნესებსა და მთავრობებზე, საოპერაციო მოგების მცირედი ზრდა აჩვენა.

გამოგვყევით