logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

Samsung Electronics-ი წლის მეორე ნახევარში AI ჩიპებზე გაძლიერებულ მოთხოვნას ელის

Samsung Electronics მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე ძლიერ მოთხოვნას პროგნოზირებს. მას შემდეგ, რაც კომპანიის მეორე კვარტლის საოპერაციო მოგება 15-ჯერ გაიზარდა, Samsung-მა სამომავლო პროგნოზებიც გაზარდა.

AI ბუმით გამოწვეული ნახევარგამტარების ფასების ზრდამ მეხსიერების ჩიპების, სმარტფონებისა და ტელევიზორების უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავლები მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

აპრილ-ივნისში კომპანიის საოპერაციო მოგება 10,4 ტრილიონ ვონამდე (7,52 მილიარდი აშშ დოლარი) გაიზარდა. მაშინ, როცა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 670 მილიარდი ვონი იყო. ჯამში, მეორე კვარტლის შემოსავალი 23%-ით, 74 ტრილიონ ვონამდე გაიზარდა.

ეს 2022 წლის მესამე კვარტლის შემდეგ, Samsung-ის ყველაზე მაღალი საოპერაციო მოგებაა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, გამოიწვია ჩიპებზე მოთხოვნის დაბრუნებამ. ეს მიმართულება კი ტექ. გიგანტის ფულადი ნაკადების მნიშვნელოვანი წყაროა.

Samsung-ის აქციების ფასი ხუთშაბათის ვაჭრობაში 0.7%-ით გაიზარდა, როცა, საორიენტაციო ინდექსი 0.3%-იანი ზრდა იყო.

გამოგვყევით