logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ალტერბრიჯი" ბიზნესთან კოლაბორაციის ფარგლებში, ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს

"ალტერბრიჯი" ბიზნესთან კოლაბორაციის ფარგლებში, ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს. ამის შესახებ "ალტერბრიჯის" პროფესორმა მაკო ჯაოშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიოში" განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამაში ჩართვა  შეუძლიათ ძირითადად, კომპანიებს, რომლებსაც  სურთ თავიანთ კადრს კვალიფიკაცია აუმაღლონ. პროექტში ჩართვა ფიზიკური პირებისთვისაც არის შესაძლებელი.  პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია და დასრულების შემდეგ სტუდენტი გერმანულ საერთაშორისო აღიარების დიპლომს მიიღებს.

„ამ პროგრამის განმასხვავებელი არის ის, რომ მოდულურ პრინციპზე დაყრდნობით ხდება ზოგადი მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებების შეძენა.

ბიზნესის ჩართულობა ამ შემთხვევაში არის ის, რომ პროგრამის სტუდენტი ხდები იმ შემთხვევაში, თუ უკვე კონკრეტულ ორგანიზაციას წარმოადგენ და ორგანიზაციისთვის შექმნი პროექტს, ან შერჩეული გყავს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაცია, რომელიც როგორც მენტორის სახით ჩაერთვება პროგრამაში და შენთან ერთად დაამუშავებს ბიზნეს იდეას, რომელსაც შემდეგ საბოლოო პროექტის სახით ასახავს. სტუდენტი იცავს არა სამაგისტრო ნაშრომს, არამედ წერს პროექტს კონკრეტული ორგანიზაციისთვის. სამაგისტრო პროგრამა, გერმანიის უნივერსიტეტთან ერთობლივად შემოვიტანეთ და მათ მიერ არის შემუშავებული. ამ პროგრამის სამი მთავარი მიგნებაა: ინივაციურობა, ლიდერობა და პიროვნულობა. გერმანული მხარის ერთ-ერთი მოტივაცია იყო ის, რომ ამ პროგრამით არამხოლოდ განათლებაში შეიტანოს წვლილი, არამედ ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ რამდენიმე სფერო გვინდა, რომ მოვიცვათ“, - აცხადებს მაკო ჯაოშვილი.

მისი განცხადებით, ვისაც სურს ორგანიზაციის განვითარებით სფეროს განვითარებაში შეიტანოს წვლილი, მაშინ აღნიშნული პროგრამა სწორედ მათთვის არის. რაც შეეხება სწავლის საფასურს, მისი თქმით 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამის ფასი 5 900 ევრო იქნება.

„ჩვენ კომპანიას ვთავაზობთ, რომ ან თვითონვე აარჩიონ თანამშრომელი, რომელსაც სრულად დაუფინანსებენ სწავლას, ან თანადაფინანსება გაუკეთონ, ან კონკრეტული პროგრამა დაუფინანსონ. ბიზნეს ორგანიზაციები, ყველა მოდულის ფარგლებში რაღაც კონკრეტული დოზით ჩართული იქნებიან ამ პროგრამაში“, - განაცხადა მაკო ჯაოშვილმა.

გამოგვყევით